01:35 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-20 12:44:22, 947 ნახვა

საზოგადოება
სერგეი გავრილოვმა ზაქარია ქუცნაშვილს ხატი აჩუქა - აქტივისტებმა დეპუტატს რუსეთის მონა უწოდეს

მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილს წმინდა სამების ხატი აჩუქა.

გავრილოვმა სესიის ჩატარებისთვის ზაქარია ქუცნაშვილს მადლობა რუსულად გადაუხადა და წმინდა სამების ხატით დაასაჩუქრა.

აღნიშნულმა ფაქტთმა პარლამენტში მისული აქტივისტების გაღიზიანება გამოიწვია. სასესიო ოთახიდან გამოსულ ზაქარია ქუცნაშვილს შეძახილებით დახვდნენ - "მონა", "პუტინის მონა", "მოღალატე". შექმნილი ვითარების გამო, დეპუტატმა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება ვერ შეძლო. გარდა ამისა, ზაქარია ქუცნაშვილმა აქტივისტების მიერ მიტანილი პლაკატი წარწერით "სირცხვილი ხელუსუფლებას" დახია. 

აქტივისტების განცხადებით, ქუცნაშვილს არ აქვს უფლება დეპუტატის მანდატი ჰქონდეს და მან პარლამენტი უნდა დატოვოს. 

 









ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics