01:36 - 26 Jul, 2026
|
2019-06-19 18:59:02, 1553 ნახვა
საზოგადოება
„თბილისი პრაიდსა“ და „თანასწორობის მოძრაობას“ ოფისების დაცლა მოუწიათ
„თბილისი პრაიდსა“ და „თანასწორობის მოძრაობას“ ოფისების დაცლა მოუწიათ. ამის შესახებ ორგანიზაციის facebook გვერდზეა მოცემული. ამასთან, ორგანიზაციის წარმომადგენლები ლგბტ+ თემის წევრებს მოუწოდებენ, ერთი კვირის განმავლობაში თავი შეიკავონ ოფისში მისვლისგან. „გვაქვს ინფორმაცია, რომ ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანები აპირებენ აქციის გამართვას "თანასწორობის მოძრაობის" ოფისთან. მივმართავთ ლგბტ+ თემის წევრებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც დანიშნული აქვს შეხვედრა სერვისის მისაღებად, რომ თავი შეიკაონ ჩვენს ოფისში მოსვლისგან უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე!“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)