|
2019-06-17 10:43:01, 828 ნახვა
საზოგადოება
დიდ დიღომში საგზაო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
დიდ დიღომში, კერძო დასახლებაში, ბარონ დე ბაის ქუჩასა და კლაპროთის ქუჩის ნაწილზე საგზაო სამუშაოები ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, ბარონ დე ბაის ქუჩაზე, 8 615 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება. ამჟამად კი, გზის საფუძვლის მომზადება მიმდინარეობს. ასევე, საგზაო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია კლაპროთის ქუჩის ნაწილზეც, სადაც 3 803 კვ.მ ფართობზე ასფალტის პირველი ფენა იგება. მიმდინარე პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. „დიდ დიღომში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია სამუშაოების განხორციელება იმ ქუჩებზე, სადაც მოსახლეობას გრუნტის გზით სარგებლობა უწევს. პროექტის დასრულების შემდეგ, ფეხით მოსიარულეებისთვის და ავტომობილებისთვის აღნიშნულ ქუჩებზე გადაადგილება კომფორტული გახდება“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. აღნიშნული პროექტებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 527 612 ლარია გამოყოფილი. საგზაო სამუშაოებს კომპანია „იბერი“ აწარმოებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)