|
2019-06-15 10:07:30, 1058 ნახვა
საზოგადოება
ელგუჯა გოცირიძემ ტყიბულისა და თერჯოლის სკოლების 32 წარჩინებულ კურსდამთავრებულს, სტიპენდიები დაუნიშნა
თითოეული ოჯახისა და სახელმწიფოს კეთილდღეობა მნიშვნელოვანწილად განათლებაზეა დამოკიდებული,- ამის შესახებ ტყიბულისა და თერჯოლის მაჯორიტარმა დეპუტატმა ელგუჯა გოცირიძემ პედაგოგებთან და სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრის დროს განაცხადა. დეპუტატმა განათლების სისტემის რეფორმის შესახებ ისაუბრა და და თითოეულ მოსწავლეს, პედაგოგს მადლობა გადაუხადა. ,,არ შემიძლია მადლიერება არ გამოვხატო იმ საქმის მიმართ, რასაც დღეს სახელმწიფო აკეთებს, მხედველობაში მაქვს განათლების სისტემის რეფორმა, რომელიც უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტის დახმარებით კანონად იქცევა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ მოსწავლეს, ასევე ყველა მასწავლებელს , რომელიც ბოლომდე იხარჯება იმისათვის, რომ მოსწავლეებს თავიანთი ცოდნა გადასცეს. ყველა მოსწავლეს ვულოცავ დღევანდელ დღეს, დღეს ბოლო ზარია და თითოეულ მათგანს წარმატებას ვუსურვებ",- განაცხადა ელგუჯა გოცირიძემ 2018-2019 სასწავლო წლის დასრულება დღეს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ტყიბულისა და თერჯოლის დამსახურებულ პედაგოგებსა და მოსწავლეებს მიულოცა და მათ განათლების რეფორმის შესახებ ესაუბრა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)