15:29 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-14 11:27:35, 572 ნახვა

რეგიონი
ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე მოძრაობა აღდგა.

რთული რელიეფის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ9-კმ72 მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.  ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. აღნიშნული გზის კმ1-კმ9 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შეგახსენებთ, რომ ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე, რამდენიმე საათის წინ ჩამოიშალა კლდის მასა და  გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა.  ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი ტექნიკა და ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მოძარობის აღდგენა უმოკლეს ვადებში მოხერხდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გზების დეპარტამენტი: საქართველოში ფასიანი გზები არ იქნება
წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ ივანიშვილის შექება მოგვერიდოს
აშშ-ში ქართველი მიგრანტი ICE-ის პატიმრობაში გარდაიცვალა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics