|
2019-06-10 16:16:38, 1740 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე მადეირას ავტონომიური რეგიონის მთავრობის პრეზიდენტს მიგელ ალბუკერკეს შეხვდა
პორტუგალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მადეირას ავტონომიური რეგიონის მთავრობის პრეზიდენტს მიგელ ალბუკერკეს და ვიცე პრეზიდენტს პედრო ქალადოსს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე და რეგიონალურ დონეზე წარმატებული თანამშრომლობის პერსპექტივებზე. საუბარი შეეხო თანამშრომლობის გაღრმავებას სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ არსებობს შეთანხმება საქართველოსა და პორტუგალიას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. პორტუგალია მზად არის საქართველოს გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება ამ მიმართულებით. მიმდინარე წელს პორტუგალიელ ვიზიტორთა რიცხვი ქვეყანაში 35 % ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში თორნიკე რიჟვაძემ უკვე გამართა შეხვედრა მადეირას ავტონომიური რეგიონის პარლამენტის თავმჯდომარეს ჯონ ლინო თრაქუადა გომესსთან, სადაც მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებას და ქვეყნის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო ასპარეზზე. აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები 2021 წლის World Travel Award-ის დაჯილდოების ცერემონიალის ბათუმში ჩატარების შესახებ. შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე დავით გაბაიძე ესწრებოდა. აჭარის მთავრობის ოფიციალური ვიზიტი მადეირას რეგიონში დაკავშირებულია ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიასთან, სადაც ბათუმმა ევროპის მზარდი ტურისტული მიმართულების ჯილდო მოიპოვა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)