10:35 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-01 15:45:49, 3426 ნახვა

რეგიონი
ზუგდიდში 350 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციაში დაგეგმილ ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ განხილვას დაესწრო.

ზუგდიდის გამგეობის ინფორმაციით, გუბერნატორი ლევან შონია რეგიონის გამგებლებს, მერებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდა. თათბირზე მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა პროექტების მიმდინარეობაზე ისაუბრეს და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები განიხილეს. როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რეგიონის ათივე მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, სამშენებლო ვადების შესაბამისად მიმდინარეობს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2015 წელს დაგეგმილია 23 ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდება. 322 პროექტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაფინანსებული და 5 ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტი.

თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გუბერნატორის შეხვედრას, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე კობა ქანთარია და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი დათო კოდუა ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics