12:45 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-02 12:00:44, 914 ნახვა

რეგიონი
ანაკლია და განმუხური ახალ სეზონს განახლებული საზღვაო ინფრასტრუქტურით შეხვდება

ანაკლია და განმუხური ახალ სეზონს განახლებული საზღვაო ინფრასტრუქტურით შეხვდება, მიმდინარე მასშტაბური სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა და ზუგდიდს ახლადარჩეულმა მერმა გიორგი შენგელიამ დაათვალიერეს.

ანაკლიასა და განმუხურში უკვე დასრულდა გამწვანების, განათების სამუშაოები და სპორტული მოედნების რეაბილიტაციის პროცესი. ამჟამად  ბულვარის კეთილმოწყობა მიმდინარეობს, კეთდება ზღვამდე მისასვლელი ბილიკები და ველობილიკები. მიმდინარეობს ენგურის ხიდთან მდებარე კაფე-რესტორნის სრული რეაბილიტაცია. მასშტაბური სამუშაოები ხორციელდება განმუხურის აკვაპარკში.
ახალი კვირიდან კი საფეხმავლო ხიდის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. აღდგება სტიქიის დროს დაზიანებული  ამფითეატრი. ანაკლიასა და განმუხურში სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 6 მილიონი ლარი იხარჯება. 22-25 აგვისტოს კი ანაკლია საერთასორისო ელექტრონული მუსიკის ფესტივალს ,,ეკოვეივს" უმასპინძლებს.

უკვე დასრულდა ანაკლიამდე მისასვლელი საავტომობილო გზის 11 კილომეტრიანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია. უახლოეს პერიოდში კი ამ გზის დამატებითი პერიმეტრების რეაბილიტაცია დაიწყება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics