|
2015-06-30 13:42:41, 537 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ბიუჯეტის კორექტირებულ პროექტზე დასკვნას მოამზადებს
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტთან დაკავშირებით დასკვნას მოამზადებს. როგორც გენერალურამ აუდიტორმა ლაშა თორდიამ განაცხადა, დასკვნაში შეფასებული იქნება რამდენად შესაბამისობაში მოდის ბიუჯეტის ახალი პარამეტრები მოქმედ კანონმდებლობასთან. "კანონმდებლობის მიხედვით, როცა პარლამენტში მთავრობის მიერ ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი შედის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უნდა შეისწავლოს კანონპროექტის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან და პარლამენტს შესაბამისი დასკვნა წარუდგინოს. ჩვენ გვაქვს დაახლოებით ორკვირიანი ვადა, რომ შევისწავლოთ რამდენად მოდის შესაბამისობაში ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტით განსაზღვრული პარამეტრები მოქმედ კანონმდებლობასთან და რამდენად დაცულია ფისკალური პარამეტრები, რომლებიც სხვადასხვა კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. დოკუმენტის შესწავლა უკვე დაწყებულია და დასკვნას კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში წარვუდგენთ საფინასო-საბიუჯეტო კომიტეტს და შემდეგ პარლამენტს", - განაცხადა ლაშა თორდიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)