|
2015-06-30 12:28:59, 600 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი ქუვეითის პრემიერ-მინისტრს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს შეიხ ჯაბერ ალ-მუბარაქ ალ-ჰამად ალ-საბაჰს იმამ სადიქის მეჩეთში განხორციელებული აფეთქების გამო სამძიმარს უცხადებს. „საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, გამოვთქვამ უდიდეს მწუხარებას 2015 წლის 26 ივნისს იმამ სადიქის მეჩეთში განხორციელებული აფეთქების გამო, რომელმაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. საქართველო უპირობოდ გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას მსოფლიოში. ამ სასტიკ და შემაძრწუნებელ აქტს ჩვენ განვიხილავთ, როგორც უმძიმეს დანაშაულს მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ. გარწმუნებთ, გლოვის ამ მძიმე წუთებში ქართველი ხალხი გვერდით უდგას მეგობარ ქუვეითელ ხალხს. ჩვენ გულწრფელად ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)