15:49 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-23 13:34:50, 1014 ნახვა

საზოგადოება
დიდუბეში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტები 14 მისამართზე დასრულდა

დიდუბის რაიონის გამგეობამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი 14 მისამართზე განახორციელა.

სამუშაოების ფარგლებში, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხუთ მისამართზე ამორტიზებული წყალარინებისა და წყლის ქსელის რეაბილიტაცია მოახდინა. დიღმის მასივის მე-6 კვარტლის მე-9 კორპუსსა და ქურდიანის ქუჩის N7-ში კი დაზიანებული კიბეები აღდგა.

ასევე, დიღმის მასივის მე-5 კვარტლის მე-7 კორპუსისა და სამტრედიის ქუჩის N6 კორპუსის სადარბაზოებს სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. საცხოვრებელი შენობის ქანობიანი სახურავები შეიცვალა გორის ქუჩის N31-სა და დიღმის მასივის მე-4 კვარტლის 22-ე კორპუსში.

აკაკი წერეთლის გამზირის კორპუსი N13-ის, აბასთუმნის ქუჩის N8-სა და დიღმის მასივის მე-5 კვარტლის მე-9 კორპუსის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მოთხოვნის საფუძველზე, აღნიშნულ მისამართებზე ასევე, შეიცვალა დაზიანებული ლიფტები. აღნიშნული სამუშაოებისთვის დიდუბის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 258 058 ლარი გამოიყო.

ამ ეტაპზე, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო 25 ობიექტზე მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში დასრულდება.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics