15:49 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-22 14:01:18, 1159 ნახვა

საზოგადოება
„მშრომელთა და სამშობლოს დღე“ - 1-ელი და 14 მაისი შესაძლოა, უქმეებად გამოცხადდეს

პირველი და 14 მაისი შესაძლოა უქმე დღეებად გამოცხადდეს.

პირველ მაისთან დაკავშირებით, შესაბამისი ინიციატივით პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი გამოვიდა. დეპუტატის თქმით, პირველი მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა და ამიტომ ის დასვენების დღედ უნდა გამოცხადდეს.

კიდევ ერთი თარიღის, 14 მაისის უქმე დღედ გამოცხადების ინიციატივით  "ქართული ოცნების"დეპუტატი ნუკრი ქანთარია გამოდის. ქანთარია მიიჩნევს, რომ 14 მაისი "სამშობლოს" დღე უნდა ეწოდოს.

შეგახსენებთ, რომ 12 მაისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადდა. პარლამენმა შესაბამისი გადაწყვეტილება რიგგარეშე სესიაზე 8 მაისს მიიღო. აღსანიშნავია, რომ 12 მაისი მანამდეც უქმე დღე იყო, რადგან ამ რიცხვში ანდრია პირველწოდებულის ხსენებას აღნიშნავდნენ.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics