2019-05-22 12:41:17, 682 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 25 აგვისტოს გაიმართება
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიცია და დე-ფაქტო ხელისუფლება "საპრეზიდენტო არჩევნების" თარიღზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ Apsnypress იუწყება.
აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები ოკუპირებულ რეგიონში 25 აგვისტოს გაიმართება.
მედია საშუალების ინფორმაციით, თავდაპირველად ე.წ. არჩევნები 21 ივლისს უნდა გამართულიყო, თუმცა აღნიშნულმა თარიღმა "ოპოზიციის" უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან "პრეზიდენტობის კანდიდატის" ჯანმართელობის მდგომარეობა გაუარესდა. რამდენიმე დღის განმავლობაში ისინი აქციას მართავდნენ და ე.წ. არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნას ითხოვდნენ.
მოგვიანებით მათ დე-ფაქტო პრეზიდენტთან რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრა გამართეს. შეთანხმების შემდეგ მომიტინგეებმა დაშლა დაიწყეს და საპროტესტო აქცია დასრულდა.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან