10:54 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-21 17:18:30, 655 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: მაღალი სტანდარტის თვითმმართველობა მოქალაქეთა ფართო ჩართულობას ეკონომიკურ აქტივობებში ზრდის

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. თორნიკე რიჟვაძემ გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მაღალი სტანდარტის თვითმმართველობა ზრდის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თვითშეგნებას, მოქალაქეთა ფართო ჩართულობას ეკონომიკურ აქტივობებში. რეგიონის მასშტაბით ვახორციელებთ მუნიციპალიტეტების, დაბების, სოფლების და კონკრეტული ადგილების იდენტიფიცირებას მათი პოტენციალის შესწავლის მიზნით, რომლითაც კონკრეტული ადგილები შეძლებენ ინტეგრაციას ეკონომიკურ სისტემაში და შეიქმნება ღირებულებათა ჯაჭვი" - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ მიმართეს.

ფორუმზე, რომელსაც საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში, რეგიონული ეკონომიკის და ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ძირითადი გამოწვევები განიხილეს.

სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ფორუმი „რეგიონული ეკონომიკა – ძლიერი მუნიციპალიტეტები დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტში" 2018 წელს დაარსდა. იგი თვითმმართველობის განვითარებასა და დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კონსტრუქციული დიალოგის პლატფორმაა და საქართველოს 64 მუნიციპალიტეტის არჩეულ მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს, ცხრა რეგიონის გუბერნატორს და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს აერთიანებს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics