|
2019-05-21 16:22:01, 622 ნახვა
რეგიონი
წელს პირველად მთიან აჭარაში მზარეულები გადამზადდნენ
ადგილობრივი კერძების მომზადების მასტერკლასები, მენიუს დაგეგმვა და შედგენა, სამზარეულოს სანიტარული/უსაფრთხოების ნორმები და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ ხულოში მზარეულებს ტრენინგი ჩაუტარდათ. პრაქტიკულ-თეორიული ტრენინგები კურორტ გოდერძისა და დაბა ხულოს საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების მზარეულებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში წელს პირველად ჩაუტარა. პარალელურად საკომუნიკაციო ინგლისურს კურორტ გოდერძისა და დანისპარაულის ტურისტული ობიექტების მეპატრონეები სწავლობენ. ტრენინგის მონაწილეებს ხულოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი შეხვდნენ და მათ მთიანაჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი პროექტები გააცნეს. „მთიანაჭარაში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. მაგალითისთვის გასულ წელს მთაში 124%-ით მეტმა ტურისტმა იმოგზაურა, რაც ნიშნავს რომ მთიანი აჭარის პოპულარობა მზარდია. შესაბამისად, ჩვენ მთაში ტურისტული პროდუქტების განვითარების პარალელურად ვანხორციელებთ აქტიურ ტრენინგ-პროგრამებს საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და ტურისტული ობიექტებისთვის. იქნება ეს მენეჯმენტის, მზარეულების, საკომუნიკაციო ინგლისურის შემსწავლელი თუ სერვისის გასაუმჯობესებელი სხვა სასწავლო პროგრამები. სულ რამდენიმე წელია ისინი ჩართულები არიან ტურისტულ ბიზნესში და ბუნებრივია სწავლასა და განვითარებას საჭიროებენ, რათა სწორად შეძლონ სტუმრებისთვის ტურისტული სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზება,“ აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი. წელს, მთიანაჭარაში სერვისის გასაუმჯობესებელი ტრენინგები ეტაპოპრივად სხვა მუნიციპალიტეტებშიც ჩატარდება. ჯამში, ბოლო წლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები 2000-მდე სექტორში დასაქმებულს ჩაუტარა.
(NS)
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)