|
2019-05-20 14:00:30, 1698 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა
უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ პრეზიდენტის ფიცი დადო, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ზელენსკი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა. ფიცის დადების ცერემონია უკრაინის უმაღლესი რადაში ჩატარდა. სიტყვით გამოსვლის დროს ახალმა პრეზიდენტმა საზოგადოებას პირობა მისცა, რომ კორუფციის წინააღმდეგ და ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინაში სამხედრო კონფლიქტი დასრულდეს. "ადამიანები ხელისუფლებაში უნდა მოდიოდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ საზოგადოებას ემსახურონ", - აღნიშნა მან. გარდა ამისა, ზელენსკიმ უკვე დაითხოვა უმაღლესი რადა. ის ასევე გამოვიდა ინიციატივით, რომ მთავრობაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს, რათა როგორც თვითონ ამბობს, ახალ თაობას გაეხსნას გზა. შეგახსენებთ, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართა. ხმათა უმრავლესობით ვლადიმერ ზელენსკიმ პეტრო პოროშენკო დაამარცხა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)