11:31 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-19 22:42:58, 1252 ნახვა

კომენტარი
სანდრა რულოვსი: არჩილ თალაკვაძე ჩემი ასისტენტი იყო, ახლა კი ჩემს წინააღმდეგ წავიდა - ამას არ ვაპატიებ

 „არჩილ თალაკვაძე 2013 წლამდე ჩემი ასისტენტი იყო - რამდენი სარეკომენდაციო წერილი დამიწერია ამ ბიჭისთვის, რამდენი რამ გამიკეთებია, ეხლა კი, ჩემს წინააღმდეგ წავიდა“, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აქვს მოლოდინი, რომ ზუგდიდის მერობის არჩევნებში ხალხი გაიმარჯვებს.

 „თალაკვაძე რომ ლაპარაკობს, წინა მთავრობა როგორი ცუდი იყო, ამის ნაწილი იყო თავიდან ბოლომდე. ის იყო ჩემი ასისტენტი 2013 წლამდე. ჯენევაში როცა დავდიოდი კონფერენციებზე და გრანტებს მოვიპოვებდი საქართველოსთვის, ის იყო ჩემი ასისტენტი. სირცხვილია უბრალოდ აქ რომ ცდილობს ჩემს წინააღმდეგ ასეთი ბოროტების ჩადენას. ის მიცნობს პირადად, ამდენი წელი ერთად ვთანამშრომლობდით, რამდენი სარეკომენდაციო წერილი დამიწერია ამ ბიჭისთვის, რამდენი რამ გამიკეთებია, ეხლა კი, ჩემს წინააღმდეგ წავიდა. დღეს შევიკავე თავი, დავინახე ეზოში მშვიდად იდგა, მაგრამ ეხლა რას მაიმუნობს შიგნით და რას მავნებლობს, ძალიან კარგად ვიცი. ამას არ ვაპატიებ, იმან მაინც უნდა იცოდეს მე ვინ ვარ და რა დგას ჩემს უკან. ის უყურებს ეხლა ბიძინა ივანიშვილი როგორ დაუკრავს ტაშს, მე კი ველოდები ხალხის გამარჯვებას. მე მამოძრავებს ხალხი, რომელსაც ცრემლი აქვთ თვალზე როდესაც მაცილებენ, თქვენ იმედი გვაქვს და ბოლო იმედი თქვენ ხართო. ის იმ იმედით დგას აქ, რომ ივანიშვილმა პრემიები გადაურიცხოს ან პრემიერად დანიშნოს“, - განაცხადა სანდრა რულოვსმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში პოლიციის ჩხრეკის დროს პიკასოს მოპარული ნახატი აღმოაჩინეს
ანკარამ ნატოს სამიტის გამო საპროტესტო აქციებსა და დრონების ფრენებზე 13-დღიანი აკრძალვა დააწესა
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა სრულად განახლდა
სააკაშვილი - თემაში ჩვენი არა კეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან პარტია ემორჩილებაო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics