|
2015-06-29 14:07:38, 718 ნახვა
საზოგადოება
ქაშუეთის ტაძარში ეთერ კაკულიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ქართველი მომღერლის ეთერ კაკულიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იმყოფებოდა. ილია მეორემ სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. სამოქალაქო პანაშვიდზე საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები, მომღერლები და მსახიობები იმყოფებიან. როგორც მსახიობმა ლალი ბადურაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეთერ კაკულია არამარტო მეგობრებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის უახლოესი ადამიანი იყო. „მას დარდიც ჰქონდა და გაჭირვებაც. მძიმე პერიოდი გამოიარა, მაგრამ ისეთი ბუნების იყო, არასოდეს არავის აწუხებდა. ისეთი ბუნების გახლდათ, თქვენ ახალგაზრდები ხართ და თქვენთანაც იმეგობრებდა. იყო უშუალო და უბრალო, ამიტომაც მეცოდება. ის შეუპოვრად ებრძოდა ამ მძიმე სენს, მაგრამ სამწუხაროდ... მინდა ყველამ დაიტოვოს და დაიმახსოვროს ისეთი ეთერი, როგორიც ის იყო“, - განაცხადა ლალი ბადურაშვილმა. ეთერ კაკულიას ხვალ დროებით ვაკის სასაფლაოზე, მშობლების გვერდით დაკრძალავენ, შემდეგ კი, მახათას მთაზე, ახალ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენებენ. მომღერალი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, 26 ივნისს გარდაიცვალა. მომღერალი კიბოთი იყო დაავადებული და მიუხედავად მკურნალობისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)