2019-05-18 12:12:26, 962 ნახვა
რეგიონი
„თუ მოთხოვნები არ შესრულდება, ჭიათურა კარვების ქალაქად გადაიქცევა“ - მაღაროელები შიმშილობას განაგრძობენ
ჭიათურაში 15 მაღაროელი შიმშილობას განაგრძობს. გაფიცულებმა ქალაქის მერიის წინ კარვები გაშალეს.
ისინი ხელფასების 50%-ით ზრდას, სამუშაო პირობებისა და ჯანდაცვის მომსახურების გაუმჯობესებას, ქალაქში ეკოლოგიური ვითარების გამოსწორებას მოითხოვენ. როგორც მაღაროელები აცხადებენ, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, შიმშილობას არ შეწყვეტენ.
გარდა ამისა, გაფიცულები სამუშაოზე დაბრუნების შემთხვევაში გაცდენილი დღეების ანაზღაურებას და სამსახურიდან სხვადასხვა მიზეზით გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენას ითხოვენ.
"თუ მოთხოვნები არ შესრულდება, ჭიათურა კარვების ქალაქად გადაიქცევა", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მოთხოვნები ადმინისტრაციას წერილობით უკვე გადაეგზავნა.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან