|
2019-05-04 13:05:27, 2866 ნახვა
მსოფლიო
2011 წლიდან დღემდე სირიაში ომს მედიის 695 წარმომადგენელი ემსხვერპლა - კვლევა
სირიაში, 2011 წლიდან დღემდე, კონფლიქტის დროს მედიის ასობით წარმომადგენელი დაიღუპა და დააკავეს, - ამის შესახებ Watchdog-ის კვლევაშია ნათქვამი. კვლევის თანახმად, სულ ამ პერიოდის განმავლობაში 695 ჟურნალისტი მოკლეს, ხოლო 421 სირიის რეჟიმის მიერ არის დაკავებული. აქედან პრესის 546 წარმომადგენელი, მათ შორის 5 უცხოელი ასადის რეჟიმის მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს მოკლეს, 20 კი რუსეთის ავიაიერიშის დროს. ამავე კვლევის მიხედვით, 4 ჟურნალისტი „სირიის დემოკრატიული ძალების“ მიერ არის მოკლული. ეს ჯგუფი ქურთისტანის მუშათა პარტიის ტერორისტულ ჯგუფთან არის გაიგივებული. "64 ჟურნალისტი, მათ შორის 2 ქალი და სამი უცხოელი „ისლამური სახელმწიფოს“ მსხვერპლი გახდა, 32 კი ოპოზიციის შეიარაღებული ჯგუფების ქმედებებს შეეწირა. სულ მცირე 1 ჟურნალისტი აშშ-ის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი სამხედრო კოალიციის თავდასხმებს ემსხვერპლა, 28 - უცნობი შეიარაღებული დაჯგუფებების თავდასხმის დროს დაიღუპა", - ნათქვამია კვლევაში. აღსანშნავია, რომ 2011 წლიდან დღემდე სირიაში კონფლიქტის დროს სულ მედიის 1136 წარმომადგენელი გაიტაცეს, აქედან 421 წარმომადგენელი ჯერ კიდევ არ გაუტავისუფლებიათ. სირიაში არსებული კონფლიქტის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ ამ სტატიაში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)