19:03 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-25 13:17:39, 1828 ნახვა

კომენტარი
დავით ბაქრაძე: უვიზო მიმოსვლას საფრთხის წინაშე მთავრობა აყენებს

„უვიზო მიმოსვლას საფრთხის წინაშე მთავრობა აყენებს და არა ის ადამიანები, ვინც გაჭირვების გამო წავიდნენ საქართველოდან“, - ამის შესახებ  „ევროპული საქართველოს“  წევრმა დავით ბაქრაძემ  ჟურნალისტებს განუცხადა.

ბაქრაძე აღნიშნავს, რომ უკანონო მიგრაციას ხელისუფლება არა სანქციების დაწესებით, არამედ ეკონომიკის განვითარებით უნდა ებრძოლოს.

„ეკონომიკური უკუსვლა, უმუშევრობა, გაჭირვება, ხვალინდელი დღის და პერსპექტივის განცდის არქონა - ეს ყველაფერი აიძულებს ადამიანებს, წავიდნენ ევროპაში უკანონო მიგრანტებად, ამიტომ საფრთხის წინაშე უვიზო მიმოსვლას აყენებენ არა ის ადამიანები, ვინც გაჭირვების გამო წავიდნენ საქართველოდან, არამედ საფრთხის წინაშე უვიზო მიმოსვლას აყენებს მთავრობა, რომელიც ვერაფერს ვერ აკეთებს და არ აკეთებს იმისთვის, რომ ადამიანები იძულებული არ გახდნენ თავის სარჩენად წავიდნენ ევროპაში უკანონო მიგრანტებად. რა თქმა უნდა უნდა გავუფრთხილდეთ უვიზო მიმოსვლას, თუმცა უვიზო მიმოსვლის გაფრთხილება არ არის გაჭირვებული ადამიანების წინააღმდეგ სანქციების შემოღება და კანონების მიღება. უვიზო მიმოსვლის გაფრთხილება ისეთი ხელისუფლების მოსვლაა, რომლის პირობებშიც ქვეყანა  წინ წავა და ხალხი აღარ იქნება იძულებული ლუკმა-პურის საშოვნელად ევროპაში წავიდეს“, - განაცხადა  დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics