01:14 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-24 09:50:10, 2059 ნახვა

სამართალი
„მადლობა უფალს ამ განსაცდელისთვის“ - ლევან ჯიბღაშვილს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ მსახიობს ლევან ჯიბღაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

პროკურატურა 15 000-ლარიან გირაოს ითხოვდა, დაცვის მხარე კი აცხადებდა, რომ გირაოს ოდენობა სასამართლოს თავად განესაზღვრა.

როგორც ჯიბღაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, ის გააგრძელებს გამოძიებასთან თანამშრომლობას.

„ძალიან დიდი მადლობა უფალს ამ განსაცდელისთვის. ძალიან ბოდიშს ვუხდი პირველ რიგში, ჩემს ოჯახს და სრულიად საზოგადოებას ასეთი სიტუაციის გამო. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ ჟურნალისტს, რომელმაც თუნდაც ერთი წუთი დაუთმო ამ თემის გარშემო ატეხილ ამბავს“, - განაცხადა ჯიბღაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics