23:19 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-23 12:43:30, 1215 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვით საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო გარემოსდაცვითი ომბუდსმენის ინსტიტუტის ჩამოყალიბების საკითხს, გაიმართა მსჯელობა ახალი სტრუქტურის შემადგენლობისა და ფუნქციების განსაზღვრის შესახებ.

როგორც შეხვედრაზე მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მესამე სექტორის წარმომადგენლებისგან მიღებული მოსაზრებების თაობაზე მსჯელობა მომავალშიც გაიმართება, რათა გარემოსდაცვითი ომბუდსმენის აპარატი უფრო მოქნილი, მისი საქმიანობა კი უფრო ეფექტიანი იყოს.

გარემოს დაცვის სფეროს კომპლექსური და მრავალსექტორული ხასიათის გამო პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივით იგეგმება ქვეყანაში “გარემოსდაცვითი ომბუდსმენის” ინსტიტუტის შემოღება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჰესების მშენებლობის საკითხთან არსებულ ვითარებას.  მინისტრმა ლევან დავითაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შესთავაზა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საკითხზე ცალკე შეხვედრის გამართვა, სადაც შეფასდება, როგორც უკვე მიმდინარე, ასევე დაგეგმილი პროექტები.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდნენ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics