19:03 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-22 15:09:53, 1696 ნახვა

კომენტარი
ჰესის მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელი: მოსახლეობამ იცოდა მშენებლობის შესახებ და პროტესტი არ ჰქონია

პანკისში ჰესის მშენებელი კომპანიის, შ.პ.ს. „ფერის“ ხელმძღვანელის ლაშა იორდანაშვილის განცხადებით, მოსახლეობა მშენებლობს შესახებ ინფორმირებული იყო.

ამასთან, მისივე თქმით, მშენებლობასთან დაკავშირებით პროტესტს არავინ გამოთქვამდა, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციებმა სიტუაცია შეცვალეს.

„როდესაც ამ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დავიწყეთ, დავაანონსეთ და საჯარო განხილვები ჩავატარეთ. მილსადენის შეტანა თვეებით გრძელდებოდა და არავის პროტესტი არ გამოუთქვამს, ჩვეულებრივად მიდიოდა, იმიტომ რომ იცოდა ადგილობრივმა მოსახლეობამ რომ ეს გამორიცხული იყო. ამის შემდეგ, ჩაერთნენ რაღაც ძალები, ჩვენი ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც სიტუაცია ისე შემოატრიალეს, რომ განცხადებები გუშინდელი იყო არა იმაზე მიმართული, რომ მოსახლეობას რაიმე პრობლემა ექნება, არა - ჩვენი გადასახლება, ჩვენი ამოწყვეტა, უმცირესობა. ეს არის ყველაზე ყურადსაღები და ყველაზე საშიში,რომელიც გუშინ შევამჩნიე“, - განაცხადა ლაშა იორდანაშვილმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics