02:32 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-20 13:05:17, 1880 ნახვა

სამართალი
შსს-ს მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ქრობისას ნაპოვნი ოქროს სამკაულები მფლობელს დაუბრუნეს

ბათუმში, რ. კომახიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-დან ხანძრის შესახებ შეტყობინება დღეს დილით შევიდა. ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა მეხანძრე-მაშველთა 11 ჯგუფი. მათი ოპერატიული მოქმედების შედეგად, გადარჩენილია საცხოვრებელი სახლის უმეტესი ნაწილი. ჯამში, დამწვარია 450 კვადრატულ მეტრამდე ფართობი - შენობის მეორე სართული და სასხვენო გადახურვა.

უწყების ცნობით, ხანძრის ქრობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს მეხანძრე-მაშველებმა სახლიდან ოქროს სამკაულების გამოტანა შეძლეს და მფლობელს სრულად დაუბრუნეს.

„მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2  ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics