10:31 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-19 18:29:57, 2263 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - თუკი ვინმეს ლობირებას მოვახდენ მთავრობაში, ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესი

„თუკი ვინმეს წარმოვადგენ ამ მთავრობაში, თუკი ვინმეს ლობირებას მოვახდენ, ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესი, ეს არიან რიგითი მოქალაქეები, რომელთა გასაჭირსაც ძალიან ახლოს მივიტან გულთან. ამას ყველას ვპირდები. ჩვენ კიდევ უფრო გახსნილები ვიქნებით, კიდევ უფრო მეტად ვიკონტაქტებთ ბიზნესწრეებთან, კიდევ უფრო გავამარტივებთ სერვისებს რიგითი მოქალაქეებისთვის და მათი ხმა, მათი ლობისტი ვიქნები“, –ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, დადგა დრო, როდესაც სტრატეგიები უფრო სწრაფად, უფრო ეფექტურად უნდა დავიყვანოთ თითოეულ ოჯახამდე. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. „ეს არის ის მონაპოვარი და შედეგი, რაც დღემდე მოიტანა ჩვენი გუნდის ეკონომიკურმა პოლიტიკამ. რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა არსებულ რესურსს მის დასაჩქარებლად“, - განაცხადა მინისტრმა. 

ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა ორ ეკონომიკურ სექტორზე - ენერგეტიკასა და ტრანსპორტზე, რომლებიც, მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში ძირითადი კონტრიბუტორები უნდა იყვნენ.

„ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ეს ორი დარგი განვითარდეს წინმსწრებით მთლიან ეკონომიკასთან შედარებით. აქედან გამომდინარე, შევძლებთ, ისედაც საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის გაუმჯობესებას. რა თქმა უნდა, ეს ზრდა ინკლუზიური იქნება", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics