02:32 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-18 19:34:04, 2121 ნახვა

სამართალი
საუდის არაბეთიდან გამოქცეული დები, რომლებიც დახმარებას ითხოვენ, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტში გადაიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო საუდის არაბეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, დებს მაჰა და ვაფა ალ-სუბაიებს, რომლებიც აცხადებენ, რომ საკუთარი ოჯახის წევრებისგან საფრთხე ემუქრებათ, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მისაღებად საჭირო პროცედურების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. უწყების ცნობით, ინფორმაციის მიღების შემდეგ ისინი მიგრაციის დეპარტამენტის ლტოლვილთა საკითხების სამმართველოს მიმღებ ცენტრში გადაყვანას დათანხმდნენ.

 „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლები იმყოფებოდნენ მისამართზე, სადაც დები მაჰა და ვაფა ალ-სუბაიები დროებით ცხოვრობენ. სამართალდამცველების ვიზიტის მიზანი იყო მათთან გასაუბრება და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დახმარების შეთავაზება. ასევე ამ ქალბატონებს მიეწოდათ ინფორმაცია, მათი სურვილის შემთხვევაში, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მისაღებად საჭირო პროცედურების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ინფორმაციის მიწოდების და შესაბამისი განმარტებების მიღების შემდგომ, აღნიშნული პირები დათანხმდნენ მიგრაციის დეპარტამენტის ლტოლვილთა საკითხების სამმართველოს მიმღებ ცენტრში გადაყვანას თავშესაფრის მაძიებლობისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების გასავლელად.

აქვე განვმარტავთ, რომ ის ოჯახის წევრები, რომლებზეც დები ალ-სუბაიები მიუთითებდნენ, რომ საფრთხე ემუქრებათ, საქართველოში არ იმყოფებიან“, - აცხადებენ სამინისტროში.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics