|
2019-04-18 16:37:55, 2073 ნახვა
კომენტარი
„ეს სიტყვა ცხოვრებაში არ მითქვამს“ - ირაკლი კობახიძე თავს იმართლებს
პლენარული სხდომის ვიდეოჩანაწერის გავრცელების შემდეგ, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე, სავარაუდოდ, უხამს ლექსიკას იყენებს, ირაკლი კობახიძეს დეპუტატების წინაშე თავის მართლება მოუწია. კობახიძე აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და სხდომა უხამსი სიტყვა არ უთქვამს. „მე ვერ გავიგე ქალბატონი ირმა და ბატონი გიგა რას გულისხმობდნენ. ახლა ვნახე, რომ თურმე ისინი რუსთავი 2-ს უყურებენ. გამიკვირდა, ისინი როგორ უყურებენ რუსთავი 2-ს. არის ტყუილი ინფორმაცია გავრცელებული, მსგავსი რამე მე არ მითქვამს. არის აბსოლუტური ტყუილი, ჩემი კოლეგები დამემოწმებიან, რომ ეგ სიტყვა ცხოვრებაში არ მიხმარია, ამ ტელევიზიის დირექტორისგან განსხვავებით. ეს არის ტყუილი და ასეთ ტყუილებს პლენარულ სხდომებზე ნუ ავრცელებთ, ეს არის ჩემი თხოვნა. ეს არის ტყუილი, რაც გავრცელდა, ეს არის ნიკა გვარამიას ხელწერა, ამ ტელევიზიის დირექტორის ხელწერა, ცხოვრებაში არ მითქვამს ეს სიტყვა. ნიკა გვარამია ჩემი შენ გითხარის პრინციპით მოქმედებს“, - უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ ირმა ნადირაშვილს, რომელმაც მას ოპოზიციის უპატივცემულობაში დასდო ბრალი. „რიტორიკული კითხვა არის კითხვა, რომელიც თავის თავში პასუხს მოიცავს და მე ნამდვილად არა მაქვს პასუხი კითხვაზე, რატომ აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს ასეთი დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ. ჩვენ ტელევიზორში მოვისმინეთ თქვენი კონსულტაციების შესახებ, რომელსაც კერძო დაარქვით. ეს არ არის კერძო კონსულტაციები. მე მაინტერესებს, რატომ აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს ასეთი დამოკიდებულება ოპოზიციის მისამართით ან რატომ აქვს ასეთი დამოკიდებულება პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის მისამართით. იმით, რომ ასე მოუწოდებთ, არ მინდა, ცხადია, იმ სიტყვების გამეორება, რომელიც თქვენ ბრძანეთ აქ, პრობლემა არ მოგეხსნებათ, პრობლემა დარჩება. რა ვერ გაიგეთ ბატონო ანრი, არ გახსოვთ რა გითხრათ პარლამენტის თავმჯდომარემ ? როდესაც მიხვედით კითხვით რა ვქნაო, რა გიპასუხათ ოპოზიციასთან დაკავშირებით?! ვერ გავახსენებ, ნამდვილად, მაშინ ტელევიზორს ან „ფეისბუქს“ ჩახედეთ. მე არ ვთვლი, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ასე უნდა იქცეოდეს“, - მიმართა ირმა ნადირაშვილმა ირაკლი კობახიძეს და ანრი ოხანაშვილს.
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
ყაზახეთმა და ევროკავშირმა ბრიუსელში არაერთ სტრატეგიულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი
სახახო დამცველმა ივანიშვილის რეჟიმის მიღებული დრაკონული და ადამიანის უფლებების შემზღუდავი კანონები გააკრიტიკა
საქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, ქოფირაითინგის ვორკშოპი გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)