02:32 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-17 18:39:30, 1969 ნახვა

სამართალი
პირი, რომელმაც პროკურატურასთან თავის დაწვა სცადა, სასჯელის შემსუბუქებას ითხოვს

მოქალაქე ლევან ჩიქურმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, პროკურატურასთან თავის დაწვა სცადა, უწყებისთან სასჯელის შემსუბუქების თხოვნით აქცია გამართა. 

ბრალდებულის ადვოკატმა ალექსანდრე ზუბიაშვილმა განაცხადა, რომ თავის დაწვის მცდელობის გამო პროკურატურა საპროცესო გარიგებაზე აღარ მიდის და ბრალდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის გათვალისწინებით, 4 დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

ლევან ჩიქურს ბრალად ივა კუზანოვის აგარაკიდან, სადაც ის გამწვანებით ღონისძიებებს ატარებდა, ტელევიზორის მოპარვა ედება. ჩიქურმა ბრალი აღიარა და ტელევიზორი დააბრუნა, მოგვიანებით კი სასჯელის შემსუბუქების თხოვნით, პროკურატურასთან თავის დაწვა სცადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics