|
2019-04-16 17:24:49, 1606 ნახვა
საზოგადოება
2019 წელს წიაღის სექტორში 35 000-მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება
2019 წელს წიაღის სექტორში 35 000-მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება, - ამის შესახებ წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა მაია ზავრაშვილმა წიაღის სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მაია ზავრაშვილის განცხადებით, მარტო 2019 წლის განმავლობაში დასაქმებულთა რაოდენობის 35 000-მდე, ხოლო ექსპორტის მაჩვენებლის 700 მლნ დოლარამდე გაზრდა არის ნავარაუდევი. „მთლიანი საბოლოო შედეგები, რომლებიც ჩვენმა შემდგომმა ნაბიჯებმა ქვეყანას უნდა მოუტანოს, არის დამატებითი ღირებულებების ჯაჭვის შექმნა, გაზრდილი ეკონომიკური მაჩვენებლები, განვითარებული სანედლეულო ბაზა, ეკონომიკურად მომგებიანი და გამჭვირვალე სისტემა და სხვა მნიშვნელოვანი ბენეფიტები" - განაცხადა წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია ესწრებოდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)