|
2019-04-16 14:32:14, 1828 ნახვა
საზოგადოება
„არა ქსენოფიბიას“ - საქალაქო სასამართლოსთან ვიტალი საფაროვის ოჯახის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
„არა სიძულვილს“ – საქალაქო სასამართლოსთან უფლებადამცველ, ვიტალი საფაროვის ოჯახის მხარდასაჭერად აქცია გაიმართეს. აქციაზე იმყოფებოდა ვიტალი საფაროვის და, ლიკა საფაროვა. ის დამნაშავეების კანონის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვს. „ჩვენ ვითხოვთ, რომ არ იყოს სიძულვილი საქართველოში და ასეთი მსხვერპლი, როგორც დაემართა ჩემს ძმას, აღარ იყოს აქ. მინდა, რომ დაისაჯონ აბსოლუტურად ყველა, ვინც მიიღო მონაწილეობა ყველაზე ძლიერი მუხლით“, - განაცხადა ლიკა საფაროვმა. აქციის მონაწილეები საფაროვის ოჯახის წევრებს სოლიდარობას უცხადებენ და ქსენოფობიას ემიჯნებიან. შეგახსენებთ, 25 წლის უფლებადამცველი ვიტალი საფაროვი თბილისში, 30 სექტემბერს მოკლეს. საფაროვი არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩართულობის და განვითარების ცენტრში“ მუშაობდა. იგი, მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული მოზარდების ტოლერანტულ ბანაკებსა და სხვა პროექტებში, რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)