|
2019-04-16 13:28:37, 1849 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მიზანშეწონილად მიიჩნევს
„პარლამენტმა ნამდვილად უნდა იმსჯელოს ალტერნატიულ საზედამხედველო მექანიზმებზე, მათ შორის, საგამოძიებო კომისიის შექმნაზე“, - ამ სიტყვებით სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის მოთხოვნას გამოეხმაურა, რომელიც პარლამენტს დროებით საგამოძიებო კომისია შექმნას მოუწოდებს. როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, გენერალური პროკურორის ანგარიშის წარდგენის შემდეგაც, საქმესთან დაკავშირებით პასუხგაუცემელი კითხვები დარჩება. „უახლოეს პერიოდში, პროკურატურამ, გენერალურმა პროკურორმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს პარლამენტს, თუ რა ეტაპზე გამოძიება, როდის ფიქრობენ, რომ დაასრულონ, თუ ვერ სრულდება, რა არის მისი ძირითადი მიზეზები და გარკვეული ალბათ, გონივრული ვადის გასვლის შემდეგომ, თუ ჩვენ კიდევ არ გვექნება პასუხები, თუ რა უშლის გამოძიებას ხელს, რომ დასრულდეს ეს ყველაფერი, მე ვფიქრობ, რომ უკვე ამის შემდგომ პარლამენტმა ნამდვილად უნდა იმსჯელოს ალტერნატიულ საზედამხედველო მექანიზმებზე, მათ შორის, საგამოძიებო კომისიის შექმნაზე“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)