|
2019-04-16 13:06:39, 1839 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: მივესალმები ტაქსის მძღოლების დამოკიდებულებას, რომ პოლიტიკურ პარტიებს ემიჯნებიან
„ტაქსის მძღოლების განცხადება მეც მოვისმინე და მივესალმები მათ დამოკიდებულებას, რომ ემიჯნებიან პოლიტიკურ პარტიებს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის განცხადებით, თბილისის მერიასთან რამდენიმე საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს. „ტაქსის მძღოლების განცხადება მეც მოვისმინე და მივესალმები მათ დამოკიდებულებას, რომ ემიჯნებიან პოლიტიკურ პარტიებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არაერთხელ გვქონდა კომუნიკაცია. ერთი შეთანხმება, რასაც მივაღწიეთ, არის ის, რომ თეთრი ფირის გადაკვრის შესაძლებლობას ვაძლევთ. ასევე, რეფორმა აუცილებლად განხორციელდება, რეფორმის გადადება ვერ მოხდება, ეს შეუძლებელია. მძღოლებს ეს ავუხსენით. მათი მოთხოვნა ასევე არის მარჯვენასაჭიანი მანქანები დაშვებული იყოს „ბე“ კატეგორიაში. ამაზე ვმუშაობთ და უახლოეს დღეებში ამასთან დაკავშირებითაც მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა შეიძლება ამ ადამიანებს შევთავაზოთ, რომ შეძლონ ავტომობილების ჩანაცვლება და ისე გააგრძელონ მუშაობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)