21:20 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-16 10:41:03, 1379 ნახვა

საზოგადოება
„ზანავის“ მინერალური წყლის შესწავლა-მოპოვების ლიცენზია აუქციონზე გაიყიდა

სოფელ ზანავის მიმდებარე ტერიტორიაზე „ზანავის" მინერალური წყლის შესწავლა-მოპოვების 25-წლიანი ლიცენზია (ჭაბურღილები №39, №143 და №144)  აუქციონის წესით გაიყიდა.

აუქციონზე ლიცენზია 1 000 000 ლარად იყო გამოტანილი, გასაყიდმა ფასმა კი 1 100 000 ლარი შეადგინა. 15 აპრილს გამართული აუქციონის გამარჯვებული შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი" გახდა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, სალიცენზიო პირობების თანახმად, გამარჯვებული კომპანია  ვალდებულია  ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 5 წლის ვადაში, მინერალური წყლის ჩამოსხმის მიზნით განახორციელოს მინიმუმ 10 მილიონი  ლარის ინვესტიცია და ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში უზრუნველყოს  საქართველოს არანაკლებ  50  მოქალაქის დასაქმება.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics