|
2019-04-15 15:49:18, 1826 ნახვა
საზოგადოება
16 აპრილიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება - სინოპტიკოსების პროგნოზი
გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-18 აპრილს საქართველოში ამინდის პირობების გაუარესებაა მოსალოდნელი. სინოპტიკოსები ვარაუდობენ წვიმას, ზოგად ძლიერს, შესაძლებელია სეტყვაც, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს. უწყების ცნობით, 17-18 აპრილს ჰაერის ტემერატურის მკვეთრი დაცემა, მაღალმთიან ზონაში თოვლი, ზოგან ქარბუქი, ზღვაზე კი, 3-4-ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი. "საქართველოს მდინარეებზე მოსალოდნელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყლის დონემ შესაძლებელოა საშიშ ნიშნულებს მიაღწიოს. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)