|
2019-04-15 13:40:24, 1500 ნახვა
საზოგადოება
ახალგაზრდა ქართველი ინოვატორები სამთვიან სტაჟირებას იტალიაში გაივლიან
ახალგაზრდა ინოვატორები ნინო გრიგალაშვილი და გურამ ცირეკიძე ინოვაციების სააგენტოსა და იტალიის საელჩოს დაფინანსებითა და ორგანიზებით სამთვიან სტაჟირებას იტალიაში გაივლიან. ინოვატორთა კონკურსის გამარჯვებულები სასწავლო კურსით მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საავტომობილო ბრენდებისთვის სამუხრუჭე სისტემების მწარმოებელი კომპანიის Brembo-ს ინოვაციურ ცენტრს Kilometro Rosso- ს და Città della Scienza-სა და ნეაპოლის ფედერიკო II სახ. უნივერსიტეტის ხელშეწყობით შექმნილ ბიზნეს ინკუბატორს Campania NewSteel - ს ეწვევიან. ინოვატორთა კონკურსი იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ფონდის (COTEC) და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობის შედეგია. კონკურსი დაწესდა COTEC-სა და GITA-ს შორის 2018 წელს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერჯო მატარელას (რომელიც COTEC-ს საპატიო პრეზიდენტიცაა) საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დროს ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში. გამარჯვებულები ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, იტალიის ელჩმა ანტონიო ბარტოლიმ და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ დააჯილდოეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)