|
2019-04-13 13:04:24, 2007 ნახვა
ეკონომიკა
ცუცქირიძე: S&P-ის მიერ ქვეყნის პერსპექტივის გაუმჯობესება ადასტურებს მიმდინარე რეფორმების შეუქცევად ხასიათს
ავტორიტეტული სარეიტინგო კომპანია „S&P“-ის მიერ ქვეყნის პერსპექტივის გაუმჯობესება ადასტურებს მიმდინარე რეფორმების წარმატებულ და შეუქცევად ხასიათს, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ განაცხადა. მისი თქმით, სარეიტინგო კომპანია „S&P“-ის მიერ ქვეყნის პერსპექტივის გაუმჯობესება წარმოადგენს მნიშვნელოვან პოზიტიურ ფაქტორს, რამდენადაც ამით სარეიტინგო კომპანია მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკას აქვს შესაძლებლობა სარეიტინგო კომპანიის მოლოდინებსა და პროგნოზებსაც კი გადააჭარბოს. „მიმაჩნია, რომ სარეიტინგო კომპანია „S&P“ მიერ გაკეთებული პოზიტიური შეფასება არ არის შემთხვევითი. იგი თანხვედრია მიმდინარე წლის თებერვლის თვეში, კიდევ ერთი ავტორიტეტული საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის შეფასებისა, რომელმაც საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB-“-დან „BB“-მდე გააუმჯობესა. მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სააგენტოს მხრიდან ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის ზრდა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ არის პირდაპირი სიგნალი საერთაშორისო ბიზნეს–საზოგადოებისთვის, პოტენციური ინვესტორებისთვის, რომ საქართველო არის რეგიონში სტაბილური და ლიდერი ქვეყანა,“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ. ეკონომიკის ექსპერტის შეფასებით, „S&P“-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება სტაბილურიდან პოზიტიურის მიმართულებით, მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების კიდევ ერთ აღიარებას და მხარდაჭერასაც გულისხმობს, მათ შორის ხაზგასმულია ახალი საბანკო რეგულაციების შემოღების და დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლის მნიშვნელობა, რომლებიც ხელს შეუწყობს საგარეო შოკებისადმი მდგრადობას და უფრო მაღალ და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას. „ეს აღიარება იმ თვალსაზრისითაც არის ნიშანდობლივი, რომ პრაქტიკულად აბათილებს ოპოზიციის ნარატივს რეფორმების წარუმატებელ ხასიათზე. დღემდე გრძელდება საბანკო რეგულაციების თუ დაგროვებითი საპენსიო სისტემის კრიტიკა, სადაც აქცენტები ცალკეულ დეტალებზე უფრო კეთდება, ვიდრე არსებით მხარეზე, ხშირად თავისებური ინტერპრეტაციებით და რაც თვალშისაცემია ხდება ამ საკითხების წმინდა პოლიტიკურ ჭრილში გადატანა. ამ თემების განხილვისას არც პოლიტიკური ინსიუნაციების გამოყენებაა იშვიათობა, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან, რასაც ასევე ემატება ექსპერტთა ნაწილის მხრიდან სუბიექტური შეფასებები, რომლის თანახმადაც ჩვენს მიერ ფონდში აკუმულირებული თანხები აპრიორში დანაკარგებისთვის არის განწირული, რაც ამ უმნიშვნელოვანეს რეფორმას ლამის მოსახლეობის მომავალი გაღატაკების უცილობელ პერსპექტივადაც კი წარმოაჩენს,“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.
(NS)
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)