20:18 - 22 Jul, 2026
|
2019-04-12 14:12:13, 1647 ნახვა
საზოგადოება
TI-ის კვლევა - 31% ფიქრობს, რომ საჯარო სამსახურში მოსახვედრად ნაცნობობაა საჭირო
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კორუფციის შესახებ კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 31% საჯარო სამსახურში დასაქმებისთვის მთავარ პირობად ნაცნობობას ასახელებს. ამავე კვლევის მიხედვით, საჯარო სამსახურში მოხვედრის მთავარ ფაქტორად განათლებას 28% ასახელებს, 19%-ის აზრით ეს პროფესიონალიზმი და სამუშაო გამოცდილებაა, 5% კი, მიიჩნევს, რომ მთავარი ნიჭი და შრომისმოყვარეობაა. ცნობისთვის, საზოგადოებრივი აზრის კვლევა „კორუფცია და ანტიკორუფციული პოლიტიკა“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა" (CRRC) 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 2087 ადამიანი გამოიკითხა, ხოლო ცდომილების ზღვარი +- 2.3 პროცენტის ფარგლებშია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)