|
2019-04-11 20:33:50, 1399 ნახვა
საზოგადოება
დიდუბის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს
დიდუბის რაიონის გამგეობა დიღმის მასივში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურ რეჟიმში ახორციელებს. ამ ეტაპზე, სამუშაოები დიღმის მასივის მეორე, მესამე და მეოთხე კვარტლებში მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, დიღმის მასივის მე-3 კვარტლის მე-6 კორპუსისა და მე-4 კვარტლის მე-2 და 22-ე კორპუსების დამაკავშირებელ მონაკვეთზე კონტრაქტორმა კომპანიამ გზის დაზიანებული საფარი მოხსნა და ასფალტის საფარის დაგების სამუშაოებს ახორციელებს. ამასთან, ტროტუარისა და სამანქანო გზის გარკვეული მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს დიღმის მასივის მეორე კვარტალში, მდინარე დიღმურას მიმდებარედ და ახმეტელის ქუჩაზე, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება. დიდუბის გამგეობამ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დისევის ქუჩის N5-ში, დიღმის მასივის მე-4 კვარტლის პირველ ა კორპუსთან, აკაკი წერეთლის გამზირის N88 და N69-73-ში, ასევე, 155-ე საჯარო და „მწვანე სკოლებთან“ უკვე დაასრულა. 10 578 კვ.მ ფართობზე, როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციები, ასევე, ასფალტის საფარი მოწესრიგდა. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ტენდერში გამარჯვებული კომპანიები - „ბი ემ სი“ და „დრო“ ახორციელებენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)