|
2019-04-11 17:01:15, 1593 ნახვა
საზოგადოება
უცხო ენების საგამოცდო ტესტში გრამატიკული ცოდნის შესამოწმებელი დავალება აღარ იქნება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელის რუსუდან ტყემალაძის ინფორმაციით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, უცხო ენების ტესტში გრამატიკული ცოდნის შესამოწმებელი დავალება აღარ იქნება. როგორც ტყემალაძემ განმარტა, ამ ცვლილების შედეგად, მაქსიმალური ქულის რაოდენობა 90-ის ნაცვლად 80 იქნება. „ეს იყო ტრადიციული მერვე დავალება, რაც აღარ იქნება. ეს დავალება ამოწმებდა გრამატიკული წესების ცოდნას. რადგანაც ეს არის ამბიციური ტესტი, საუნივერსიტეტო ტესტი, აკადემიურ სივრცეში უნდა გამოადგეს აბიტურიენტს, ამიტომ სასურველია, შემოწმდეს არა გრამატიკული წესების ცოდნა, არამედ ამ წესების გამოყენების უნარი სხვა დავალებების საშუალებით, როგორიც არის წერა. ტესტში ორი წერის დავალებაა და მთელი ყურადღება ამაზე გადავა. ამან გამოიწვია ის ცვლილება, რომ დაიკლო მაქსიმალური ქულის რაოდენობამ 90-დან 80-მდე. მაქსიმალური ქულა უცხო ენებში 80 იქნება, შესაბამისად, გამსვლელმა ზღვარმაც დაიკლო“, - აღნიშნა რუსუდან ტყემალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)