|
2019-04-11 12:47:35, 1393 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს
გლდანის რაიონში გამწვანების აქცია ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, გლდანის ხევის N1-1ა კორპუსებთან მდებარე სკვერში სხვადასხვა სახეობის 20 ფოთლოვანი ხე დაირგო. საგაზაფხულო გამწვანების ფარგლებში, გლდანის რაიონში, ჯამში, 165 მოზრდილი, ოთხი სახეობის - ირმის რქა, ნეკერჩხალი, დეკორატიული თუთა და არღავანის ხეები რვა მისამართზე დაირგვება. გამწვანების აქციაში მონაწილეობა მოსახლეობასთან ერთად, გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, კობა კობალაძესთან და შალვა ოგბაიძესთან ერთად მიიღო. „გლდანის ხევის N1-1ა კორპუსებთან გამწვანების აქცია მოვაწყვეთ, რომლის ფარგლებშიც, ახლადმოწყობილ სკვერს მოსახლეობასთან ერთად, სხვადასხვა სახეობის 20 ხე შევმატეთ. რასაკვირველია, გამწვანების ღონისძიებები სხვა მისამართებზეც არის დაგეგმილი. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა ნარგავებს მოუფრთხილდეს და როგორც სკვერის ინფრასტრუქტურა, ასევე გამწვანების ზოლი არ დააზიანოს. მინდა ყველას მოვუწოდო და ვთხოვო, რომ არსებულ გარემოს ერთად გავუფრთხილდეთ “, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. აღნიშნული ხეების მოვლა-პატრონობას ტენდერში გამარჯვებული შპს „მწვანე სახლი“ ახორციელებს. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 66 959 ლარი გამოიყოფა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)