|
2019-04-11 11:55:26, 1780 ნახვა
საზოგადოება
ტაქსის მძღოლებს ავტომობილების თეთრად გადაღებვა აღარ მოუწევთ
თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, ტაქსის მძღოლებს ავტომობილების თეთრად გადაღებვა აღარ მოუწევთ. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მათ ვისაც ავტომობილის გადაღებვა არ სურს, შეეძლებათ მასზე თეთრი ფირი გადააკრან, „ისინი აცხადებენ, რომ გადაღებვა იწვევს მანქანის ფასის დავარდნას, ამიტომ გადავწყვიტეთ ამ დათმობაზე წასვლა. თბილისი იმსახურებს, რომ ქალაქში დადიოდნენ მოწესრიგებული, თეთრი ფერის სუფთა ტაქსები. ამას იმსახურებს ჩვენი თითოეული მოქალაქე. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის ორმხრივი რეფორმა და 27 000 მძღოლს, ვინც ლიცენზირება გაიარა, მერიის მხრიდან გადაეცემა უფასო საპარკინგე ადგილები, მანათობელი ნიშნები, ღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერები რეკლამის სანაცვლოდ, შემოსავლის წყარო უფასო რეკლამის სახით, ასევე გათავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადებისაგან. ყოველივე ეს ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)