|
2019-04-10 14:40:26, 1509 ნახვა
საზოგადოება
„მეტრო ადრეც ითიშებოდა და არავინ საუბრობდა, ახლა ჩემს მიმართ მეტი მოთხოვნაა“ - კალაძე სტატისტიკას ასაჯაროებს
თბილისის მერმა კახა კალაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მეტროპოლიტენის გათიშვის სტატისტიკა გაასაჯაროვა. კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძემ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემების უმოკლეს დროში გადაწყვეტა დაავალა. როგორც მერმა აღნიშნა, მეტროზე მოთხოვნა ბოლო პერიოდის განმავლობაში საგრძნობლად გაზრდილია. მისივე განმარტებით, მერია ყველაფერს გააკეთებს რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს შეუცერხებლად ემსახურებოდეს. "საზოგადოებას მეტი მოთხოვნა აქვს ჩვენს მიმართ, პირადად ჩემს მიმართ უფრო მეტი აქვთ იმედიც, შესაბამისად, ეს არ უნდა გაგიკვირდეთ არავის. როდესაც ენერგეტიკის მინისტრად დავინიშნე და ელექტროენერგია ითიშებოდა, ეს რა თქმა უნდა თელასის პრობლემა იყო, ავარიები იყო და დღესაც არის ეს. სანამ ჩვენ მოვიდოდით ხელისუფლებაშ, მანამდეც იყო. ყველა ამბობდა, აბა კალაძე, სად არის ელექტროენერგია გამოუშვი. ამით იმის თქმა მინდა, რომ არ უნდა გაგიკვირდეთ ეს დამოკიდებულება, თან მე ახლა პოლიტიკური ფიგურა ვარ, პარტიის გენერალური მდივანი ვარ. სხვათაშორის, ხალხს ძალიან დიდი იმედი აქვს ჩვენი და მოთხოვნაც მეტია, რომ ყველაფერი იყოს მოწესრიგებული. საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული სიტუაცია არავისთვის მისაღები არ არის, არც ჩემთვის და არც მოსახლეობისთვის. პირობას გაზლევთ, რომ თითით საჩვენებელი დედაქალაქის მთავრობა, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტს ისე მოაგვარებს, რომ ბევრ ევროპულ ქვეყანაში არ იქნება ასეთი ტრანსპორტი. ამის ამბიცია ნამდვილად მაქვს. ახლა მინდა გაგაცნოთ სტატისტიკა - 2017 წელს დაფიქსირდა 326 დაზიანება, მათ შორის მგზავრების ევაკუაციის 95 შემთხვევა, 2018 წელს 305 დაზიანება იყო, მგზავრების ევაკუაციის 92 შემთხვევით. 2019 წელს გვაქვს 100 დაზიანება, მათ შორის მგზავრების ევაკუაციის 26 შემთხვევა. მგზავრების რაოდენობა მეტროში არის ძალიან გაზრდილი. მაგალითად 2016 წელს დღეში მგზავრის საშუალება რაოდენობა იყო 273 ათასი, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 100 ათასით არის გაზრდილი. მთავარი გამოწვევა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი როგორც მეტრო ასევე ავტობუსები იყოს ყველანაირად მოწესრიგებული. ამდენი ხნის განმავლობაში რამდენიმე ჩამონგრეული მეტროსადგური ვერ გავაკეთეთ გარკვეული პრობლემების გამო, ხან პროექტი არ არ ვარგა, ხან ტენდერი ვარდება", - განაცხადა კახა კალაძემ.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)