|
2019-04-09 16:17:22, 1438 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს ხაზი რამდენიმე წუთის განმავლობაში შეფერხებით მუშაობდა
თბილისის მეტროპოლიტენის მეორე ხაზი რამდენიმე წუთის განმავლობაში შეფერხებით მუშაობდა, - ამის შესახებ ერთ-ერთი მგზავრი სოციალურ ქსელში წერს. „საბურთალოს ხაზზე გვირაბში 20-25 წუთით გავიჭედე, მატარებელი ცდილობდა დაძვრას, მაგრამ ჩერდებოდა. ხალხი ამბობდა გუშინაც მოხდა მსგავსი რამ“, - წერს Facebook-ის მომხმარებელი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „ექსპრესნიუსი“ მეტროპოლიტენის პრესსამსახურს ლელა სეთურიძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, მატარებლები ხაზში გამოსვლამდე დეტალურ შემოწმებას გადიან, თუმცა ტექნიკური ხარვეზის ზუსტი მიზეზი მისტვის ამ დროისთვის უცნობია. „მატარებელს ტექნიკური ხარვეზი ჰქონდა, მემანქანემ გვირაბში შეამჩნია, მატარებელი მგზავრებისგან „ტექნიკური უნივერსიტეტის“ სადგურზე დაიცალა. ტექნიკური ჯგუფისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად შეფერხება მხოლოდ 6 წუთს გაგრძელდა. ბოლო დროს ცუდად დაემთხვა, რომ ტექნიკური შეფერხებები ხშირად ხდება, პირადად მე ამ ეტაპზე არ მაქვს ინფორმაცია კონკრეტულად რითი არის გამოწვეული ეს შემთხვევები. ტექნიკური მოწყობილობაა მატარებელი და შეიძლება მოძრაობის დროს შეექმნას ხარვეზები. მთავარია მეტროში მოძრაობა ძალიან არ ფერხდება. მოძრავი შემადგენლობები გაზრდილია და თუ ერთი მატარებელი დაზიანდა და ინტერვალი შემცირებულია, მომდევნო მატარებელი დანიშნულების ადგილზე დროულად მიდის. მეტროს და მატარებლის შემოწმებას აქვს აპრობილებული და მკაცრად განსაზღვრული ინსტრუქციები, რეგლამენტი და შიდა წესები, რომლითაც ხელმძღვანელობენ მემანქანეები. მატარებელი ყოველ 2 სააში ერთხელ გადის დეტალურ შემომებას, მატარებელი ხაზზე მხოლოდ დათვალიერებების შემდეგ გამოდის“, - აცხადებს ლელა სეთურიძე.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)