|
2019-04-09 12:48:56, 1286 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის 6 უსახელო ქუჩას 9 აპრილის გმირთა სახელები მიენიჭა
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის ექვს ქუჩას 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპული 6 ქალის სახელი მიანიჭა. განხილვას დაღუპულთა ოჯახის წევრები, საკრებულოს წევრები და 1990 წლის 20 იანვარს, ბაქოში, მშვიდობიანი მიტინგის დარბევისას დაღუპულთა ოჯახის წევრები დაესწრნენ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიას ასეთი ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენ დღეს გვეძლევა საშუალება, რომ დაღუპულთა სახელებს ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ პატივი მივაგოთ. დავამატებ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და 9 აპრილს ყველა დაღუპულის სახელობის ქუჩები თბილისში აუცილებლად იქნება. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო 9 აპრილის როლი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. ეს იყო ერთის მხრივ დიდ ტკივილი, მაგრამ ამავე დროს, ჩვენი ერთიანობის და ძლიერების სიმბოლო,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ. სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, კომისიის ინიციატივა 9 აპრილს დაღუპულთა ღვაწლის უკვდავყოფას ემსახურება. „ამ ადამიანების თავდადებამ შეცვალა ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია და მოგვიტანა თავისუფლება. მათი თავგანწირვა დაედო საფუძვლად საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობასა და სახელმწიფოებრიობის შექმნას. ვფიქრობ, 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წლისთავზე მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ამ ადამიანების ღვაწლი და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომავალ თაობებს არ დაავიწყდეთ მათი სახელები,"- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა. საკრებულოს გადაწყვეტილებით, ჩუღურეთის რაიონში ექვს უსახელო ქუჩას 9 აპრილს დაღუპული გმირების - მზია ჯინჭარაძის, თამუნა დოლიძის, თინა ენუქიძის, მანანა ლოლაძის, ელისო ჭიპაშვილის და თამარ მამულაშვილის - სახელები დაერქვა.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)