|
2019-04-08 17:36:59, 1307 ნახვა
საზოგადოება
კონფერენცია „სოფლის განვითარების პოლიტიკა 2020+ ევროპული პრაქტიკის დანერგვა საქართველოში“ ფარგლებში, დისკუსია გაიმართა
დისკუსიის მონაწილეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი-გიორგი ქობულია, ავსტრიის მდგრადი განვითარებისა და ტურიზმის ფედერალური სამინისტროს გენერალური დირექტორის მოადგილე - მარკუს ჰოფნერი, უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი მთავარი წარმომადგენელი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებში ლასლო ვაჟდა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი - ნინო ევგენიძე იყვნენ. განხილვის თემა სოფლის განვითარების 2020-2027 წლების ეროვნული სტრატეგიის შემუშავების მნიშვნელობის საკითხი იყო. „მოგეხსენებათ, სამინისტრო სოფლის განვითარების ახალ სტრატეგიაზე მუშაობს. ჩვენ დაგვიგროვდა მნიშვნელოვანი გამოცდილება და გვსურს ადეკვატური სოფლის განვითარების სტრატეგია შევთავაზოთ მთავრობას. იცით, რომ სტრატეგია კომპლექსური დოკუმენტია, სადაც აქცენტი ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებაზე, მეწარმეობრივი საქმიანობის მხარდაჭერასა და ფერმერული მეურნეობების განვითარებაზე გაკეთდება“ ,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა ლევან დავითაშვილის განცხადებით, სოფლის განვითარების ახალ სტრატეგიაში ყურადღება გარემოს დაცვისა და ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფის საკითხებზე გამახვილდება. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რეგიონების განვითარება ქვეყნის განვითარების ტოლფასია შესაბამისად, ახალი სტრატეგია და მისი შესრულება ქვეყნის განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, სოფლად უკეთესი საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად აუცილებელია მოსახლეობის შემოსავლების ზრდა, რაც კომერციაზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებით არის შესაძლებელი. დისკუსიის ფარგლებში, ყურადღება სოფლის განვითარების კუთხით, ავსტრიის და უნგრეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გამახვილდა. ღონისძიება ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა.
(NS)
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)