|
2019-04-08 10:50:10, 1315 ნახვა
საზოგადოება
სამების ეკლესიასთან 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად, 169 ნუშის ნერგი დარგეს
ქალაქ გორში კვერნაქის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამების ეკლესიასთან 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების შვილებმა გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა. 11-17 წლის ბავშვებმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასა და თავდაცვის ძალების მეთაურ, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად, მებრძოლების სახელზე სიმბოლურად 169 ნუშის ნერგი დარგეს. ნუშის ნერგების დარგვის შემდეგ, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა და გმირების შვილებმა გორის სამების ეკლესიაში გადაინაცვლეს. მოზარდებმა პატივი მიაგეს მამებისა და მათი თანამებრძოლების ხსოვნას და მათ სახელზე სანთლები დაანთეს. თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, ტერიტორიაზე მემორიალი განთავსდა, სამომავლოდ კი, რეგიონულ მმართველობასთან თანამშრომლობით, მცირე მასშტაბის სკვერის მოწყობაც იგეგმება. გამწვანების აქციაში პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმაც მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, გორის სამების ეკლესიის მოძღვარი მამა ლუკა და ფერმერი გიორგი მჭედლიძე დაესწრნენ. გამწვანების აქცია თავდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. ფერმერმა, სოფელ ზემო ნიქოზიდან, გიორგი მჭედლიძემ გამწვანების აქციისთვის 169 ცალი ნუშის ნერგი გმირების ოჯახის წევრებს უსასყიდლოდ გადასცა.
(NS)
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)