|
2019-04-06 15:53:36, 1401 ნახვა
საზოგადოება
ტაქსის მძღოლები მასშტაბურ საპროტესტო აქციას აანონსებენ
აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარედ ტაქსის მძღოლებმა გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ახალ რეგულაციების აპროტესტებენ, კერძოდ კი, მანქანების თეთრად გადაღებვის ვალდებულებას. ვალდებულებების შესასრულებლად ისინი დროის გადავადებას ითხოვენ. მათი განმარტებით, ავტომობილების გადაღებვა იმაზე ძვირი ჯდება, ვიდრე მერიის მიერ გაცემული 700-ლარიანი ვაუჩერია. გარდა ამისა, მძღოლების თქმით, ავტომობილების თეთრად შეღებვა მანქანებს საბაზისო ფასს დაუკარგავს. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ისიცაა, რომ ავტომობილებმა ტექდათვალიერება წელიწადში მხოლოდ ერთხელ გაიარონ. ამ დროისთვის ტექდათვალიერება ტაქსებისთვის სავალდებულო წელიწადში ორჯერ არის. როგორც ცნობილია, 2019 წლის ოქტომბრიდან სავალდებულოა ყველა ლიცენზირებული ტაქსი თეთრი ფერის გახდეს. ტაქსის მძღოლების მასშტაბური აქცია 11 აპრილს, თბილისში გაიმართება. ცნობისთვის; ტაქსის მძღოლებმა საპროტესტო აქტია 20 მარტს მერიასთანაც გამართეს, ისინი თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. მოგვიანებით აქციის მონაწილეებს ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე შეხვდა და ტაქსის მძღოლების მოთხოვნბს გაეცნო. შეგახსენებთ, თბილისის საკრებულომ ტაქსების ახალი რეგულაციები 2018 წლის 7 დეკემბერს დაამტკიცა.
იუკნევიჩიენე სანაიაზე: საქართველო სწრაფად მიექანება კრემლის სტილის რეპრესიებისკენ
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)