|
2019-04-05 14:26:47, 1275 ნახვა
საზოგადოება
დევნილებმა „დირსის“ მეორე კორპუსიც დატოვეს
დევნილებმა „დირსის“ მე-15 კორპუსიც დატოვეს, - ამის შესახებ კომპანია "დირსის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, "დირსი" იმედს გამოთქვამს, რომ მსგავს ფაქტებს ადგილი აღარ ექნება. გარდა ამისა, კომპანია ზარალის ანაზღაურებას სრულად თავის თავზე იღებს. "მოხარულებული ვართ, რომ ის უსიამოვნო ინციდენტი, რომლის მომსწრეც საზოგადოება რამდენიმე დღის განმავლობაში იყო, მშვიდობიანად დასრულდა. რისთვისაც მადლობა გვინდა გადავუხადოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურად დაცვის სამინისტროს, საქართველოს საპატრულო პოლიციას, ძალოვან უწყებებს, მათთან კოორდინირებული მუშაობისა და შუამდგომლობის შედეგად მოხდა პრობლემის სრულად აღმოფხვრა რის შედეგადაც დევნილებმა დატოვეს უკანონოდ დაკავებული ჩვენი კუთვნილი კომპლექსი. გვესმის და სრულად ვუთანგრძნობთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზით იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ საკუთარი საცხოვრებელი სახლები. თუმცა, სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია, სხვისი საკუთრების ხელყოფა. ამ დღეების განმავლობაში დაირღვა ჩვენი მესაკუთრეების უფლებები. გვსურს იმედი გამოვთქვათ, რომ მსგავს ინციდენტებს ადგილი აღარ ექნება. დღეიდან, „დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. ასევე, განახლდა სამშენებლო პროცესი, რომლის ფარგლებშიც საქართველოში 5 წელიწადში მილიარდნახევარ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს მაცხოვრებლებს იმისთვის, რომ ისინი გაგებით მოეკიდნენ შექმნილ ვითარებას. ზარალის ანაზღაურებას კი კომპანია სრულად თავის თავზე იღებს", - ნათქვამია განცხადებაში.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)