|
2019-04-05 11:36:21, 1254 ნახვა
საზოგადოება
TI - მოსახლეობის 43%-ის აზრით, სასამრთლო სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი - „კლანი“ არსებობს
საქართველოში მოსახლეობის 53% ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა, ხოლო 50%-ს მიაჩნია, რომ სასამართლო არ არის სამართლიანი, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კლევაშია ნათქვამი. გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, წარსულში ზეწოლის ქვეშ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებების ავტორებმა სასამართლო უნდა დატოვონ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ საქართველოში სასამართლოს ნდობა დაბალია. მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სასამართლოში არ უნდა მუშაობდნენ ის ადამაინები, რომლებიც წარსულში ზეწოლის შედეგად უსამართლო გადაწუვეტილებებს იღებდნენ. სასამართლო სისტემაში შექმნილი ვითარების შესაცვლელად კი გამოსავალს უმეტესობა სისტემის ახალი მოსამართლეებით დაკომპლექსებაში ხედავს. ამასთან, საქართველოში მოსახლეობის 53% ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა, ხოლო 50%-ს მიაჩნია, რომ სასამართლო არ არის სამართლიანი. გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ საზოგადოების 43%-ის აზრით, სასამრთლო სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი (კლანი) არსებობს. მათგან 87% ფიქრობს, მოსამართლეთა კლანი მოქმედი ხელისუფლების მხარდაჭერით სარგებლობს, ხოლო 94% მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა „კლანის“ წევრებმა სასამართლო სისტემა უნდა დატოვონ. კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის დიდი უმრავლესობის 83%-ის აზრით, სასამართლოში არ უნდა მუშაობდნენ ადამიანები, რომლებიც წარსულში ზეწოლის შედეგად უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ. იმ პირობებში, როდესაც სასამართლი სისტემის მიმართ ნდობა დაბალია, მოსახლეობის 46% ფიქრობს, რომ ნდობის გასაზრდელად სასამართლო სრულიად ახალი მოსამართლეებით უნდა დაკომპლექტდეს, ხოლო 41 პროცენტის აზრით, ხელისუფლება აღარ უნდა ერეოდეს სასამართლო სისტემაში. კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2087 ადამიანი. საშუალო ცდომილება 2,3%-ს შეადგენს.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)